logo
ENG



თანამოსაყდრედ მეუფე შიოს არჩევა არაკანონიკური იყო - თეოლოგების შეფასებები

27 ოქტ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
b08ynzvez9p89p9.jpg

თეოლოგები, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დიდი ინტერესით აკვირდებიან. მათი შეფასებით, ეს განცხადება შინაარსიდან გამომდინარე საყურადღებოა, რადგან იაკობმა ისაუბრა ეკლესიის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, რა დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლებისა და სასულიერო პირების წარმომადგენლებს ერთმანეთთან. თეოლოგების განცხადებით, ეკლესიაში გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი დარღვევით მიიღება. მათივე თქმით, მოსაყდრე შიოს დანიშვნა ​არაკანონიკურად მოხდა. თეოლოგები მიმდინარე მოვლენებში რუსულ კვალს ხედავენ და ამბობენ, რომ "ციანიდის საქმეში" ეკლესია და სახელმწიფო იყო ჩართული.

"პირველი, რაც საყურადღებოა, ეს არის მოსაყდრის თემა, თუ როგორ მოხდა მისი დანიშნვა და რა ზეწოლა იყო ხელისუფლების, და არა მარტო ხელისუფლების, არამედ გარე სახელმწოფოს მხრიდანაც. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. როგორც ხელისუფლება, ისე - ოპოზიციური პარტიები უჭერენ მხარს შიოს, რომელიც ანტიკანონიკურად ზის, ეს არის მუცელზე ხოხვა ოპოზიციისაც და ხელისუფლებისაც. "ციანიდის საქმეში" არეულია სახელმწიფოც, ეკლესიაც. აბსოლუტურად ამორალური დამოკიდებულებაა ამ კაცის მიმართაც. ვერ გავიგეთ,ბოლოსდაბოლოს, ეს კაცი კლავდა თუ არ კლავდა პატრიარქს ან შორენა თეთრუაშვილს", - განაცხადა თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა.

 


close დახურვა